Aa
Aa

გონალონი "რომაელია"

„ლიონმა“ და „რომამ“ მაქსიმ გონალონის ტრანსფერზე მოილაპარაკეს.

იტალიელებს აღნიშნული გარიგება 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო გონალონი კლუბთან კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება 2.7 მილიონი ევრო იქნება.

გონალონის აგენტის განცხადებით, ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

28 წლის გონალონს მთელი კარიერა „ლიონში“ აქვს გატარებული და მასთან ერთად 2012 წელს საფრანგეთის თასი მოიგო. იგი ბოლო წლებში გუნდის კაპიტანი იყო.

შეგახსენებთ, რომ „რომამ“ უკვე ოფიციალურად დაიმატა „ფეიენოორდიდან“ განაპირა მცველი რიკ კარსდორპი და „პსვ“-დან ცენტრალური მცველი ექტორ მორენო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები