ამერიკული ფინალი
Aa
Aa

ამერიკული ფინალი "კონფედერაციის თასზე"?

"კონფედერაციის თასის" 2017 წლის გათამაშების მეორე 1/2 ფინალურ შეხვედრაში გერმანია და მექსიკა შეხვდებიან.

მექსიკელთა გამარჯვების შემთხვევაში ტურნირზე ამერიკულ ფინალს ვიხილავთ. გუშინ პენალტების სერიით ფინალის საგზური ჩილეს ნაკრებმა მოიპოვა.

გერმენელები და მექსიკელები ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან - 2 თამაში გერმანიამ მოიგო, ხოლო 1 ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები fifa.com-ის მიხედვით:

გერმანია: ტერ შტეგენი - კიმიხი, მუსტაფი, რუდიგერი, გინტერი - ემრე ჩანი, ექტორი, გორეცკა - შტინდლი, დრაქსლერი, ვერნერი.

მექსიკა: ოჩოა - ლაიუნი, არაუხო, მორენო, ალანისი - ექტორ ერერა, ლუის რეიესი, ხონათან დოს სანტოსი - ხავიერ აკინო - ხავიერ ერნანდესი, რაულ ხიმენესი.

შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები