Aa
Aa

პორტუგალია - ჩილე: პირველი ფინალისტი ცნობილია - VIDEO

რამდენიმე წუთის წინ რუსეთში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე, პირველი ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი.

პორტუგალიისა და ჩილეს 120 წუთიანი პრაგმატული დაპირისპირების შემდეგ, გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც სამხერთ ამერიკელებმა ძალიან დამაჯერებლად 3-0 იმარჯვეს.

პორტუგალია თავისივე იარაღით, პრაგმატიზმით დაამარცხეს. ჩილე არის ნაკრები, რომლის მსგავსიც ევროპის ჩემპიონატზე არ ყოფილა.

ევროპის ჩემპიონების მხრიდან თერთმეტმეტრიანები, მოულოდნელად რიკარდო კუარესმამ, ნანიმ და ჟოაო მოუტინიომ გააფუჭეს. სამივე მათგანის დარტყმული კლაუდიო ბრავომ მოიგერია და მატჩის გმირადაც იქცა.

შეგახსენებთ, რომ უკვე დღეს, მეორე ფინალისტის ვინაობას, გერმანია და მექსიკა გაარკვევენ. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები