დღეს
Aa
Aa

დღეს "კონფედერაციის თასის" პირველი 1/2 ფინალია

რუსეთში მიმდინარე "კონფედერაციის თასზე" დღეს პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონი პორტუგალია, "კოპა ემრიკის" უკანასკნელ გამარჯვებულ ჩილეს დაუპირისპირდება.

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ ხვდებიან, აქამდე ორჯერ პორტუგალიამ იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები fifa.com-ის მიხედვით

პორტუგალია: რუი პატრისიო - სედრიკ სოარეში, ბრუნო ალვეში, ჟოზე ფონტე, რაფაელ გერეირო - ვილიამ კარვალიო - ადრიენ სილვა, ანდრე გომეში - ჟელსონ მარტინში, ნანი, რონალდუ.

ჩილე: ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური - მარსელო დიასი, ვიდალი, პაბლო ერნანდესი - არანგისი - ალექსის სანჩესი, ედუარდო ვარგასი.

შეხვედრა ყაზანში, kazan arena-ზე 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები