ანხელ კორეას ძმამ თავი მოიკლა
Aa
Aa

ანხელ კორეას ძმამ თავი მოიკლა

მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევ ანხელ კორეას ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 

ფეხბურთელის უფროსმა ძმამ ლუის მარტინესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზად დეპრესია სახელდება.

25 წლის ახალგაზრდა ხიდიდან გადახტა და დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლუის მარტინესის გარდაცვალება როსარიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში კვირას დაადასტურეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელის მარკოს როხოს ბიძაშვილი ლა პლატაში მოკლეს.

22 წლის კორეა "ატლეტიკოში" 2014 წლიდან თამაშობს, მას არგენტინის ნაკრებში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები