skysports: ფაბიო ბორინი
Aa
Aa

skysports: ფაბიო ბორინი "მილანის" ფეხბურთელია!

ბრიტანული skysportsის ინფორმაციით, პრემიერ ლიგიდან გავარდნილმა "სანდერლენდმა" და "მილანმა" ფაბიო ბორინის ტრანსფერი შეათანხმეს.

"როსონერის" ბორინის ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდება. 26 წლის ფეხბურთელი იტალიაში ხვალ ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"ჩელსის", "სუონსის", "პარმასა" და "რომას" ყოფილი თავდამსხმელი, "სანდერლენდში" 2015 წელს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლივერპულიდან" გადავიდა.

ბორინიმ გასული წლის პრემიერ ლიგაში 26 თამაშში 2 გოლი გაიტანა. "მილანის" გარდა იგი მოლაპარაკებებს "ლაციოსთანაც" აწარმოებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები