Aa
Aa

"ასტონ ვილა" და ტერი შეთანხმდნენ

Daily Mirror-ის ცნობით, ჯონ ტერი სულ მალე კონტრაქტს ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ გააფორმებს.

როგორც ირკვევა, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ისინი კონტრაქტს ივლისის დასაწყისშივე გააფორმებენ. ტერი შაბათს თავისუფალი აგენტი ხდება და ახალ კლუბსაც ამ სტატუსით შეუერთდება.

36 წლის მცველი 1 წლიან კონტრაქტში 5 მილიონ გირვანქა-სტერლინგს მიიღებს, გარდა ამისა მას ბონუსებიც ერგება.

„ასტონ ვილა“ ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობს. მისი მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სტივ ბრიუსია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები