Aa
Aa

მარიანო დიასი "ლიონში" გადადის

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა შემტევი მარიანო დიასი სულ მალე „ლიონის“ ფეხბურთელი გახდება.

გამოცემის თქმით, შეთანხმება მიღწეულია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უახლოეს დღეებში ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება. „ლიონი“ დომენიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გადაიხდის.

23 წლის მარიანო „რეალის“ სკოლის აღზრდილია. იგი ძირითად გუნდში 2016 წელს დააწინაურეს და „სამეფო კლუბის“ მაისურით 8 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები