Aa
Aa

დანი ალვეში "იუვეს" დაემშვიდობა

დანი ალვეში „იუვენტუსსა“ და მის ფანებს დაემშვიდობა. ბრაზილიელმა „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გუნდის ყველა წარმომადგენელს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

იგი აღნიშნავს, რომ ტურინში გატარებული ერთი წელი ყოველთვის ემახსოვრება.

როგორც ცნობილია, ალვეში „სიტისთანაა“ შეთანხმებული და მისი კარიერა „ეტიჰედ სთედიუმზე“ გაგრძელდება. მას "იუვენტუსთან" კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებდა, თუმცა მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

34 წლის განაპირა მცველი „იუვეში“ გასულ ზაფხულს „ბარსელონადან“ გადავიდა. მან „ბებერ ქალბატონთან“ ერთად იტალიის სერია A და ქვეყნის თასი მოიგო, „ჩემპიონთა ლიგაზე“ კი ფინალში გააღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები