რომელი ქართველი ფეხბურთელების აგენტია მინო რაიოლა?..
Aa
Aa

რომელი ქართველი ფეხბურთელების აგენტია მინო რაიოლა?..

ბოლო დროს მინო რაიოლას სახელი ძალიან ხშირად ისმის. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი საფეხბურთო აგენტია.

იტალიელის კლიენტებს შორის არიან პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელუ ლუკაკუ, ჰენრიხ მხითარიანი, ჯანლუიჯი დონარუმა, ბლაიზ მატუიდი, მარიო ბალოტელი, ჯაკომო ბონავენტურა და არაერთი სხვა.

ცნობილ სატრანსფერო სააგენტო transfermarkt.com-ზე რაიოლას კლიენტებს შორის 2 ქართველი ფეხბურთელიც აღმოვაჩინეთ - თბილსის "ლოკომოტივის" შემტევი ვატო არველაძე და ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი ფეხბურთელი რევაზ წილოსანი.

არველაძე 19 წლისაა და ამპლუით შემტევი ნახევარმცველი გახლავთ, ის "სფფ"-ს ყოფილი გენერალური მდივნის რევაზ არველაძის ვაჟია. ვატო 35-ე სკოლის აღზრდილია და "ლოკომოტივამდე" ცოტა ხნით თურქული "ქაშიმფაშას" მეორე გუნდში თამაშობდა. transfermarkt-ზე არველაძის სატრანსფერო ფასი 75 ათასი ევროა.

რაც შეეხება წილოსანს, ის 23 წლისაა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ახალგაზრდა მცველს საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული. იგი transfermarkt-ზე შეფასებული არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები