საულის ბენეფისი და ესპანეთი ფინალში გერმანიას შეხვდება
Aa
Aa

საულის ბენეფისი და ესპანეთი ფინალში გერმანიას შეხვდება

პოლონეთში მიმდინარე ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე ფინალური წყვილი გამოვლინდა და გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება.

გერმენელებმა 1/2 ფინალში დრამატული ბრძოლა გადაიტანეს. მათი მეტოქე ინგლისი იყო, რომელმაც ზელკეს გოლს გრეისა და აბრაჰამის ზუსტი დარტყმით უპასუხა და 70-ე წუთამდე 2:1 იგებდა, თუმცა პლატემ გაათანაბრა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.

საფეხბურთო ლატარეაში უკეთესად გერმანელებმა ითამაშეს და 4:3 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი პენალტი ბრიტანელთა ლიდერმა ნათან რედმონდმა გააფუჭა.

მეორე 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში ერთი გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ესპანელებმა იტალიელები აშკარად დაჯაბნეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. 

ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე საულ ნიგესმა გახსნა, 58-ე წუთზე კი იტალია გალიარდინიმ დააღალატა და ლუიჯი დი ბიაჯოს გუნდი პრაქტიკულად განწირული ჩანდა.

მიუხედავად ამისა, 62-ე წუთზე "ფიორენტინას" შემტევმა ფედერიკო ბერნარდესკიმ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გაიტანა, თუმცა საულმა ამის შემდეგ კიდევ 2 ბურთი შეაგდო და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ფინალური მატჩი 30 ივნისს კრაკოვში ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები