Aa
Aa

დონარუმა რჩება?

იტალიური პრესა წერს, რომ „მილანმა“ მეკარეების შესაძლო ტრანსფერებზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. რაც პრესის ვარაუდით, მიანიშნებს, რომ ჯანლუიჯი დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრების შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „როსონერის“ ხელმძღვანელები დონარუმასა და მის აგენტ მინო რაიოლას კიდევ ერთხელ შეხვდებიან. ეს შეხვედრა თავად დონარუმამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაანონსა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ მოლაპარაკებებს „ლევერკუზენელ“ ბერნდ ლენოსთან და „ჯენოელ“ მატია პერინთან აწარმოებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები