ვან გაალი: „მანჩესტერს“ თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელი სჭირდება
Aa
Aa

ვან გაალი: „მანჩესტერს“ თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელი სჭირდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდის ხელმძღვანელობას, ზაფხულის სატრანფერო პერიოდის დროს, აქტიურობა მართებს.

„მომავალ სეზონში, „მანჩესტერი“ მიზნად ტიტულების მოგებას ისახავს. მე აქ სწორედ იმისთვის ვა, რომ გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწიო. ამისთვის კი საჭიროა, რომ ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენოს და სწორი ტრანსფერები განახორციელოს. მიმდინარე სეზონში, იძულებული ვიყავი, რომ ზოგი ფეხბურთელი იმ პოზიციაზე მეთამაშებინა, რომელზედაც მათ არასდროს უასპარეზიათ. ჩვენ თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელი გვჭირდება. ასეთ შემთხვევაში მოთამაშეებს, საკუთარი მაქსიმუმის ჩვენება არ გაუჭირდებათ“ - განაცხადა ლუი ვან გაალმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები