Aa
Aa

მარადონა: "მინდა პუტინთან უფრო ახლოს ვიყო"

როგორც არგენტინული პრესა წერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიეგო მარადონას თანამშრომლობაზე მოელაპარაკა და ლეგენდარულ არგენტინელს მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გარკვეული ფუნქცია ექნება.

თავად მარადონამ ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"პუტინთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა. მას სურს, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის რაღაც გავაკეთო. ყველაფერი შესაძლებელია. მე პუტინის ფანი ვარ.

ორი თვის წინ უკვე მელაპარაკნენ ამ თემაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, პუტინთან ახლოს ვიყო და მას პირადად დაველაპარაკო“. - აქვეყნებს მარადონას სიტყვებს გამოცემა Ole.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები