Aa
Aa

NBA-ს სეზონის MVP ვესტბრუკი გახდა

NBA-ს 2016-17 წლების სეზონის MVP "ოკლაჰომას" ლიდერი რასელ ვესტბრუკი გახდა. მან ჯეიმს ჰარდენსა და კავაი ლეონარდს აჯობა.

გასულ სეზონში ვესტბრუკმა 42 სამმაგი დუბლი შეასრულა და NBA-ს რეკორდი დაამყარა. მან რეგულარული ჩემპიონატი საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა - 31.6 ქულა, 10.7 მოხსნა და 10.4 შედეგიანი პასი.

საუკეთესო მწვრთნელად "ჰიუსტონის" დამრიგებელი მაიკ დ'ანტონი დასახელდა, საუკეთესო დებიუტანტის ჯილდო "მილუოკელმა" მალკოლმ ბროგდონმა მოიგო, ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე ასევე "მილუოკელი" იანის ანტენტოკუნმპო იყო, საუკეთესო მე-6 მოთამაშე "ჰიუსტონის" ერიკ გორდონი გახდა, ხოლო საუკეთესო მცველის წოდება ჩემპიონი "გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დრეიმონდ გრინმა დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები