Aa
Aa

გერმანული პრესა: "მილანი" ჩალხანოღლუს ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს!

გერმანული გაზეთის WAZ-ის ინფორმაციით, "ლევერკუზენმა" ჰაქან ჩალხანოღლუს "მილანში" გადასვლას მწვანე შუქი აუნთო.

როგორც წყარო წერს, "როსონერის" ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო კლუბები გარიგებას ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

23 წლის ჩალხანოღლუმ თებერვალში 4 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო - მას 2011 წელს ერთბაშად 3 კლუბში ჰქონდა ნათამაშები, რაც "ფიფას" კანონებით აკრძალულია.

ჰაქან ჩალხანოღლუ 21-ე საუკუნეში გახდება მესამე თურქი, რომელიც "მილანში" ჩაირიცხება. შეგახსენებთ, რომ 2001 წელს რამდენიმე თვით "შავ-წითელთა" მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი იყო, ხოლო 2001-2002 წლებში გუნდში უმით დავალა თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები