Aa
Aa

იბრა ლა ლიგაში? "ატლეტიკოს" მოხერხებული გეგმა

მოგეხსენებათ, რომ ტრავმის გამო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. შვედი ფორვარდის "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა უკვე გამოირიცხა.

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალ სეზონში, ძველი შემადგენლობით მოუწევს თამაში. FIFA-მ სატრანსფერო აკრძალვა ძალაში დატოვა, რის მიხედვითაც "როხიბლანკოს" ფეხბურთელების შეძენა 2018 წლამდე აეკრძალა.

იბრას ტრავმის საბოლოოდ მოშუშებისთვის 6-8 თვე დასჭირდება. ესპანური Sport-ის ცნობით, "ატლეტიკომ" ეს ფაქტი გაითვალისწინა და საინტერესო გეგმაც შეიმუშავა. კერძოდ, "ინდიელები" შვედ ფორვარდს თავიანთ რიგებში გადმოსვლას შესთავაზებენ. მკურნალობა და სათამაშო კონდიციების სრულად აღდგენას, რა თქმა უნდა მადრიდელთა მედშტაბი მიხედავს. ამასობაში კი 2018 წელიც მალე დადგება და ფეხბურთელების დარეგისტრირებაც შესაძლებელი იქნება.

ზლატანისა და მისი აგენტის მინო რაიოლას პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. თუ, შეთანხმება შედგა, 2017/2018 წლების სეზონის მეორე წრიდან "ატლეტიკოს" რიგებში, შესაძლოა ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები