Aa
Aa

"ბარსელონა", თუ "არსენალი"? მაჰრეზი ლოდინით დაიღალა და...

"ლესტერის" გარემარბი რიად მაჰრეზი, ლოდინით დაიღალა და მზად არის, "არსენალის" ვარიანტი სერიოზულად განიხილოს.

ალჟირელ ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ოცნება "ბარსელონაში" თამაშია. მაგრამ, როგორც ჩანს კატალონიელებს სხვა გეგმები აქვთ. "ბარსას" სატრანსფერო პრიორიტეტს, მარკო ვერატი წარმოადგენს. 

თუ, "ბლაუგრანამ" იტალიელი ნახევარმცველი გაიფორმა, მათი შემდეგი სამიზნე ფლანგის მცველის დამატება იქნება. 

"ბარსელონა", ამ ყველაფრის შემდეგ მიუბრუნდება მაჰრეზის ტრანსფერს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ "ბარსა" ალჟირელის გარდა, ამ პოზიციაზე უსმან დემბელეს და ჟერარდ დეულოფეუს ვარიანტებსაც განიხილავს. როგორც ხედავთ, "ლესტერის" გარემარბის "კამპ ნოუზე" მოხვედრის შანსები, არც თუ ისე მაღალია.

ესპანური Sport-ის ცნობით, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, მაჰრეზი დაიღალა და მეორე ვარიანტზე გადაერთო. თავისმხრივ, ლონდონის "არსენალი" მზადაა, რომ კვირის ბოლოს ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანოს.

გარიგების სავარაუდო ფასად, 40 მილიონი ევრო სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები