კონფედერაციათა თასზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
Aa
Aa

კონფედერაციათა თასზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

რუსეთში მიმდინარე FIFA-ს კონფედერაციათა თასზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩები გუშინ დასრულდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა, აფრიკის ჩემპიონ კამერუნს 3-1 სძლია. პარალელურად კი კოპა ამერიკის გამარჯვებულმა ჩილემ, აზიის თასის მფლობელ ავსტრალიასთან ქულები გაიყო - 1-1. 

ამრიგად, B ჯგუფში პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა და 1/2 ფინალში მათი მეტოქე, A ჯგუფის მეორე ადგილზე გასული მექსიკის ნაკრები იქნება.

მეორე ნახევარფინალური წყვილი, გაცილებით დიდ ორთაბრძოლას გვპირდება. რონალდუს პორტუგალია, სანჩესის ჩილეს წინააღმდეგ.

ნახევარფინალები, 28-29 ივნისს გაიმართება. შეხვედრების დაწყების დრო 22:00 საათია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები