Aa
Aa

"რონალდიონიო "მანჩესტერში"? - ფორჩუნის საინტერესო განცხადება...

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა კუინტონ ფორჩუნმა საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომელიც რონალდინიოს "იუნაიტედში" შესაძლო გადასვლას ეხება.

"2003 წელს იყო შანსი, რომ რონალდინიო ჩვენ გუნდში გადმოსულიყო. მახსოვს იგი მანჩესტერში იყო ჩამოსული და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა. 

პირველსავე შეხვედრაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ტრანსფერი კი შემდგომმა მოვლენებმა ჩაშალა.

"იუნაიტედმა" კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა, ხოლო მთავად რონალდინიო "ბარსელონას" შეუთანხმდა". - განუცხადა "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტს სამხრეთ აფრიკელმა ფეხბურთელმა.

კუინტონ ფორჩუნი ამჟამად 40 წლისაა. იგი "წითელ ეშმაკთა" რიგებში 1999-2006 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები