დონარუმას ახალი პირობა
Aa
Aa

დონარუმას ახალი პირობა

"მილანის" მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას გარშემო მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება.

ბოლოდროინდელი ცნობებით, იგი "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სერიოზულად დაფიქრდა და ამ მხრივ მისი გუშინდელი განცხადება საგულისხმო იყო.

"პირობას ვდებ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შევხვდები და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვიმუშავებთ. 

რაც შეეხება რაიოლას, ის ჩემი აგენტი იყო, არის და იქნება". - დაწერა თინეიჯერმა მეკარემ "ინსტაგრამზე".

ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები 1/2 ფინალშია და ხვალ ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები