კონფედერაციათა თასი: რუსეთი ჩარჩა, პორტუგალია და მექსიკა ნახევარფინალშია
Aa
Aa

კონფედერაციათა თასი: რუსეთი ჩარჩა, პორტუგალია და მექსიკა ნახევარფინალშია

რუსეთში მიმდინარე FIFA-ას კონფედერაციათა თასზე პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

A ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. პორტუგალიამ მარტივად 4-0 დაამარცხა ახალი ზელანდიის ნაკრები. გოლების ავტორები კრიშტიანო რონალდუ (პენლატი), ბერნარდო სილვა, ანდრე სილვა და ნანი გახდნენ.

მეორე შეხვდრა გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მასპინძელი რუსეთის ნაკრები, 25-ე წუთზე ალექსანდრ სამედოვის გოლით დაწინაურდა. 30-ე წუთზე ნესტორ არაუხომ გაათანბრა. 52-ზე კი ლოზანომ მექსიკა წინ გაიყვანა, რითაც ყველაფერი დაასრულა. 68-ე წუთზე, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა იური ჟირკოვს და რუსეთი 10 კაცით დარჩა მოედანზე.

ამრიგად, პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრბეები ნახევარფინალში ითამაშებენ. მათი მეტოქეების ვინაობა დღეს გაირკვევა. B ჯგუფში, გერმანია კამერუნს დაუპირისპირდება, ხოლო ჩილე ავსტრალიას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები