ბოკეტი: ბედნიერი ვარ, რომ „მილანში“ თამაშის საშუალება მქონდა
Aa
Aa

ბოკეტი: ბედნიერი ვარ, რომ „მილანში“ თამაშის საშუალება მქონდა

მოსკოვის „სპარტაკის“ მცველმა სალვატორე ბოკეტიმ, რომელიც ამჟამად „მილანში“ არენდის წესით იმყოფება, იტალიურ გრანდში მის მიერ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

„გასულ ტურში, „სან სიროზე“ გამართული სეზონის უკანასკნელი მატჩი, საკმაოდ ემოციური გამოვიდა. სამწუხაროა, რომ წლის მეორე ნახევარი ძალიან ცუდად ჩავატარეთ და ევროასპარეზს მიღმა დავრჩით. როგორც „ტორინოსთან“ შეხვედრამ აჩვენა, „როსონერის“ მიმდინარე სეზონში, გაცილებით მეტი პოტენციალი ჰქონდა. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ გულშემატკივრებმა საკმაოდ ცუდად ჩატარებული სეზონის მიუხედავად, მოედნიდან აპლოდისმენტებით გაგვაცილეს. უკანასკნელ ტურში, ბერგამოს „ატალანტას“ დამარცხება, ჩვენი ქომაგებისთვის კიდევ ერთი საჩუქარი იქნება. რაც შეეხება ჩემს თამაშს, „მილანისთვის“ ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვიღებდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „როსონერიში“ თამაშის საშუალება მქონდა“ - განაცხადა სალვატორე ბოკეტიმ

ბოკეტი „მილანში“ ნახევარწლიანი არენდით იმყოფება და სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით მოსკოვის „სპარტაკში“ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები