სალგადო:
Aa
Aa

სალგადო: "რონალდუს სხვა გუნდი იმას ვერ მისცემს, რასაც..."

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მიჩელ სალგადო, კრიშტიანო რონალდუს შესახებ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"მოთამაშეებს არ სურთ, რომ კრიშტიანომ "რეალი" დატოვოს. რონალდუ ვერ მოძებნის გუნდს, რომელიც მას იმაზე მეტს მისცემს, რასაც იგი მადრიდში იღებს." - განაცხადა სალგადომ Marca-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გადასახადების დამალვაში ბრალდებული პორტუგალიელი, 14.7 მილიონის გადახდას არ აპირებს და "ბლანკოსის" დატოვებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები