Aa
Aa

"ხეტაფე" ლა ლიგაში დაბრუნდა

მადრიდულმა "ხეტაფემ" ლა ლიგა 2015/2016 წლების სეზონში დატოვა.

შარშან კი, სეგუნდაში მე-3 პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე "ტენერიფე" იყო.

ორმატჩიანი დაპირისპირება საკმაოდ დრამატული გამოდგა. პირველი შეხვედრა "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე 1-0 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი მადრიდში მასპინძლეთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

ფორლინის სწრაფი გოლისა და პაჩეკოს დუბლის წყალობით, მადრიდელებმა პლეი-ოფში გამარჯვება მოიპოვეს და 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ლა ლიგას დაუბრუნდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები