ვერატი:
Aa
Aa

ვერატი: "სიამოვნებით დავრჩები, მაგრამ..."

იტალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო საგა გრძელდება. ამ დღეებში, მარკო ვერატი პარიზში ჩაფრინდა და "პსჟ"-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც მთელი ზაფხულია იწერება, ვერატის "ბარსელონაში" გადასვლა ასეთი რეალური, როგორიც ახლა არის, აქამდე არასდროს ყოფილა. თუმცა, როგორც ჩანს "ბარსას" ხელმძღვანელობის უუნარობას საზღვარი არ აქვს.

ევროპულ პრესაში, იტალიელის კომენტარი გავრცელდა, სადაც იგი ამბობს, "პარიზის ნებისმიერი საშუალებით დატოვებას არ ვაპირებ. თუ, გუნდი ნამდვილი ჩემპიონებით გაძლიერდება, აქ სიამოვნებით დავრჩები."

მარკო უკმაყოფილოა, რომ ყოველ წელს გუნდი ცრუ დაპირებებს გასცემს. "ყოველი სეზონის წინ მიდის საუბრები, რომ ისინი აშენებენ დიად გუნდს. ბოლოს კი ეს ყველაფერი, მხოლოდ სიტყვებად რჩება. თუ, ამჯერად სიტყვა შესრულდება, მზად ვარ გუნდში დავრჩე."

როგორც ხედავთ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ვნახოთ, რა სვლას გააკეთებს "ბარსელონა" ამჯერად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები