ვან დეიკი და
Aa
Aa

ვან დეიკი და "ჩელსი" მალე გაოფიციალურდება

"საუთჰემპტონის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი ფაქტიურად "ჩელსის" მოთამაშეა. Sky Italia-ს ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 60 მილიონი იქნება.

რამდენიმე კვირის წინ აქტიურად იწერებოდა, რომ ვან დეიკსა და "ლივერპულს" შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა როგორც ჩანს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რითიც "არისტოკრატებმა" ისარგებლეს და დაცვის ხაზიც საგრძნობლად გააძლიერეს.

25 წლის ვან დეიკს "წმინდანების" შემადგენლობაში 55 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 5 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები