Aa
Aa

პატრიკ შიკმა "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

21 წლის ჩეხმა ფორვარდმა პატრიკ შიკმა „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა. იგი საამისოდ ტურინში პოლონეთიდან ჩავიდა, სადაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს.

„ბებერი ქალბატონი“ ტრანსფერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევრპს გადაიხდის.

აღნიშნული გარიგება ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება.

შიკი „სამპდორიას“ რიგებში გასულ ზაფხულს პრაღის „სპარტადან“ გადავიდა და სერია ა-ს დასრულებულ სეზონში 11 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები