Aa
Aa

"იუვეს" სანჩესიც უნდა

ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის რენატო სანჩესის ტრანსფერზე მუშაობს.

Mediaset Premium-ის ინფორმაციით, „ბებერმა ქალბატონმა“ „რეკორდმაისტერს“ შეთავაზება უკვე გადაუგზავნა, რომლის თანახმადაც სანჩესი „იუვენტუს სთედიუმზე“ 2 წლიანი იჯარით გადავა და შემდეგ „იუვეს“ მისი გამოსყიდვის საშუალებაც ექნება.

როგორც ვიცით, ამ კლუბებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა, რაზეც ბოლოდროინდელი ტრანსფერებიც მეტყველებს. „ბაიერნიდან“ „იუვეში“ მეჰდი ბენატია გადავიდა, ხოლო პირიქით „იუვედან“ „ბაიერნს“ არტურო ვიდალმა და კინგსლი კომანმა მიაშურეს.

დუგლას კოშტას ტურინში გადასვლაც როგორც იწერება მხოლოდ დროის ამბავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები