Aa
Aa

კონტი თითქმის "მილანშია"...

Sportitalia-სა და Sky Sport Italia-ს ცნობით, ანდრეა კონტის ტრანსფერის თაობაზე „მილანი“ და „ატალანტა“ შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ბერგამოელები 23 წლის განაპირა მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა ბოლო კვირებში გამართულმა ინტენსიურმა მოლაპარაკებებმა „მილანისთვის“ შედეგი გამოიღო და როგორც ირკვევა, „როსონერი“ ტრანსფერში 25 მილიონ ევროს გადაიხდის და პლიუს თავის ერთ-ერთ ფეხბურთელს „ატალანტას“ რიგებში გაუშვებს.

ეს მოთამაშე ახალგაზრდა ბრაზილიელი მეკარე გაბრიელი არ იქნება, რომელიც მომავალ სეზონს დიდი ალბათობით სერია ა-ში 49 წლის შემდეგ დაბრუნებულ „სპალში“ გაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები