Aa
Aa

სალაჰი "ლივერპულელია"!

„რომამ“ და „ლივერპულმა“ მოჰამედ სალაჰი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

ეგვიპტელმა შემტევმა ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გუშინ საღამოს გაიარა და მასთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც წელიწადში ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„ჯალოროსი“ ამ გარიგების სანაცვლოდ ჯამში 43 მილიონ ევროს მიიღებს, რომლიდანაც პირველ ეტაპზე 37 მილიონი ჩაერიცხება, ხოლო დარჩენილი 6 მილიონი ბონუსების სახით დაიფარება.

მცირე კომენტარი თავად სალაჰმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ლივერპულში“ მოხვედრით ბედნიერია და მასთან ერთად ტიტულების მოგება სურს.

25 წლის აფრიკელი შემტევი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა. იგი 2014-16 წლებში „ჩელსის“ საკუთრება იყო, თუმცა ჯამში მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები