Aa
Aa

ბონუჩი "რეალში"?

ესპანური პრესის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის სურვილი ლეონარდო ბონუჩის „რეალში“ ტრანსფერია.

Diario Gol-ის მტკიცებით,ზიდანი ამ საკითხზე ფლორენტინო პერესს შეხვდა და მასთან ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილა.

როგორც ირკვევა, ზიდანი რამოსი-ვარანის წყვილის თამაშით 100%-ით კმაყოფილი არაა და მათ სტაბილურობას უწუნებს. ბონუჩის სახით კი უნდა, რომ მათ კონკურენტი მიუყვანოს.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ბონუჩის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის შესვენებისას თანაგუნდელებთან ინციდენტი მოუვიდა. მან პაულო დიბალასა და ანდრეა ბარძალის ცუდი თამაშის გამო უსაყვედურა, რაზეც ბარძალიმ მას უკმეხად უპასუხა და როგორც ირკვევა, მათ შორის საქმე გაწევ-გამოწევამდე და გაშველებამდეც მივიდა.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად ბონუჩის ტრანსფერზე ლონდონის „ჩელსიც“ აქტიურად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები