Aa
Aa

"ბაიერნის" განცხადება ლევანდოვსკიზე

მიუნხენის „ბაიერნმა“ რობერტ ლევანდოვსკისთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ფორვარდი კლუბის დატოვებას არ აპირებს და მისი გაყიდვა არც „ბაიერნის“ გეგმებშია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლევანდოვსკის აგენტის კომენტარი გამოქვეყნდა. ის ამბობს, რომ ფეხბურთელი თანაგუნდელებისა და კარლო ანჩელოტის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში, როცა ლევანდოვსკი ბომბარდირობისთვის იბრძოდა, მას თანაგუნდელები გოლის გატანაში არ ეხმარებოდნენ, ხოლო მწვრთნელმა გუნდს პროფესიონალიზმი და დადებითი შედეგის ჩვენება მოთხოვა.

ბუნდესლიგის ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა, რომელმაც პოლონელი 1 ბურთით ჩამოიტოვა. „ბაიერნმა“ ჩემპიონატის ბოლო თამაში „ფრაიბურგთან“ 4:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები