Aa
Aa

"ნაპოლიმ" 42 მილიონი იუარა

Football-italia-ს ცნობით, „ნაპოლიმ“ „ლივერპულის“ წინადადება უარყო და კალიდუ კულიბალის 42 მილიონ ევროდ „ენფილდზე“ გაშვება იუარა.

26 წლის სენეგალელ მცველს არაერთი მსურველი ჰყავს და ნეაპოლიტანელები მის გასხვისებას არ ჩქარობენ. სენეგალელი ფეხბურთელის თავის რიგებში ხილვა სხვებთან ერთად „ჩელსისა“ და „არსენალსაც“ სურთ.

კალიდუ კულიბალი, რომელიც გასულ სეზონში „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამ გუნდის რიგებში 2014 წლიდან თამაშობს. იგი სამხრეთელებმა ბელგიური „გენკიდან“ 7.8 მილიონ ევროდ შეიძინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები