Aa
Aa

ფასონე: "დონარუმა მომავალ სეზონს "მილანში" გაატარებს"!

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტის მარკო ფასონეს განცხადებით, ჯანლუიჯი დონარუმას გუნდი ზაფხულში არცერთ შემთხვევაში არ გაყიდის და ის მომავალ სეზონსაც „სან სიროზე“ გაატარებს.

ბოლო დღეებში იტალიური პრესა აქტიურად წერს, რომ დონარუმა მომხდარმა მოვლენებმა დააფიქრა და ის ამჟამინდელ კლუბთან მოლაპარაკებების ხელახლა წამოწყებას აპირებს. თავის მხრივ საამისო მზადყოფნა „მილანის“ ხელმძღვანელობამაც გამოთქვა.

იწერება ისიც, რომ შესაძლოა თინეიჯერმა მეკარემ თავისი აგენტი მინო რაიოლა დაითხოვოს და „მილანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები