Aa
Aa

ბანეგა ისევ "სევილიაში"?

მილანის „ინტერის“ არგენტინელი ნახევარმცველი ევერ ბანეგა „სევილიაში“ დაბრუნებასთან ახლოსაა.

ამ საკითხზე მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და მხარეებს შეთანხმებამდე ბევრი არ უკლიათ.

„სევილია“ თავისი ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს იხდის.

28 წლის ბანეგა „ნერაძურიში“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით სწორედ „სევილიადან“ მივიდა.

მასზე მილანური გრანდი დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა კრეატიული შუახაზელის იტალიური კარიერა მთლად კარგად არ აეწყო.

აღსანიშნავია, რომ ბანეგას აგენტი პარალელურად მოლაპარაკებებს „ესპანიოლთან“ და „პსჟ“-სთანაც აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები