Aa
Aa

21 ივნისის სატრანსფერო ზონა

დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები crystalsport-სგან (იხილეთ ვიდეო).

ქვემოთ მოცემულია დღის სხვა სატრანსფერო ჰედლაინები, რომლებიც ვიდეოში ვერ მოხვდა.

* იუვენტუსი სტივენ ნზონზის სატრანსფერო მოლაპარაკებების შეწყვეტას აპირებს. ტურინელები სევილიას ფასზე ვერ უთანხმდებიან, რადგან ანდალუსიელები 40 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან.

calciomercato-ს თქმით, მილანის წარმომადგენლები დღეს ნიკოლა კალინიჩის აგენტს შეხვდებიან. 

* იტალიური პრესის ცნობით, მარკო ვერატი ბარსელონას კონტრაქტის დეტალებზე მოელაპარაკა.

* როგორც ირკვევა, ჯანლუიჯი დონარუმა ფიქრობს, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს და მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები განაახლოს.

* ვალენსიას ცენტრალური მცველი აიმენ აბდენური შესაძლოა მომავალი სეზონიდან საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს. მას შეთავაზებები ლიონიდან და მარსელიდან აქვს. გარდა ამისა, მისი სამსახურით ინგლისური კლუბები -  ნიუკასლი და ევერტონიც ინტერესდებიან.

* ლივერპულის ევერტონი მოლაპარაკებებს ინტერის ნახევარმცველ მარსელო ბროჟოვიჩთან აწარმოებს.

* სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ სიტიდან წასვლა არ სურს.

* ბრიტანული პრესის თქმით, უახლოეს დღეებში დანი ალვეში სიტისთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერის ხელმძღვანელები ანდრეს ინიესტას აგენტს დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრნენ.

* ფლორენტინო პერესის განცხადებით, მის კლუბს ალვარო მორატას ტრანსფერის თაობაზე არანაირი შეთავაზება არ მიუღია.

* ჩელსი ახლოსაა, რომ მიდლსბროს შემტევი ნახევარმცველი ადამა ტრაორე თავის რიგებში გადაიყვანოს. ამ ფეხბურთელით ბარსელონაც ინტერესდება.

* L’Equipe-ის ცნობით, ელაკიმ მანგალა ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და ლიონთან შეთანხმებას ცდილობს.

* Marca-ს მტკიცებით, ჟოზე მოურინიოს კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერში ტრანსფერის წინააღმდეგია.

* ვეტერანი ჰოლანდიელი გამთამაშებელი ვესლი სნეიდერი შესაძლოა MLS-ის კლუბ მონრეალ იმპაქტში გადავიდეს.

* ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი მიხაილ რაიციგერი "აიაქსის" ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

* ჩელსი კურტ ზუმას განათხოვრებას აპირებს.

* პორტუგალიელმა მცველმა პეპემ განაცხადა, რომ იგი ჯერ არცერთ კლუბს არ შეთანხმებია და ამ ეტაპზე კონცენტრაცია მხოლოდ კონფედერაციის თასზე აქვს გადატანილი.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ექტორ ბელერინის შეძენა ტურინის იუვენტუსსაც სურს. დაინტერესება მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ დანი ალვეში სიტიში გადადის.

* ტოტენჰემს რეალის ახალგაზრდა ფორვარდის მარიანო დიასის გადაბირება სურს.

* ლონდონის არსენალმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აარონ რემზისთან მოლაპარაკებები წამოიწყო. 

* ჰამბურგის მეკარე რენე ადლერი შესაძლოა მაინცში გადავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები