მოდესტე ჩინეთს უახლოვდება
Aa
Aa

მოდესტე ჩინეთს უახლოვდება

გერმანული „კიოლნის“ ლიდერი ენტონი მოდესტე ჩინურ სუპერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.

მას ფაბიო კანავაროს გაწვრთნილი „ტიანძინ ქუანძინი“ ეპატიჟება, რომელიც ტრანსფერში 35 მილიონ ევროს იხდის.

გერმანელთა აღმასრულებელმა დირექტორმა „ტიანძინთან“ არსებული მოლაპარაკებები დაადასტურა.

29 წლის მოდესტემ ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 25 გოლი შეაგდო და მხოლოდ პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა.

რაც შეეხება „ტიანძინ ქუანძინს“, მის რიგებში ამჟამად ალეშანდრე პატო და აქსელ ვიტსელი თამაშობენ, ხოლო გუნდი სუპერ ლიგაში 13 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები