აარონ მარტინი შესაძლოა
Aa
Aa

აარონ მარტინი შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს

Catalan Radio-ს თქმით, „ბარსელონა“ თანაქალაქელი „ესპანიოლის“ განაპირა მცველით აარონ მარტინით დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, „ბარსას“ წარმომადგენელი ფეხბურთელის თაობაზე მის კლუბს უკვე დაუკავშირდა და ტრანსფერის პირობებიც გააცნო, რაზეც „ესპანიოლის“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

მარტინმა ამჟამინდელ კლუბთან იანვარში 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ეტაპზე მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, თუმცა კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც 2018 წლის ზაფხულში ეს თანხა 40 მილიონ ევრომდე მოიმატებს.

20 წლის მარცხენა მცველი „ესპანიოლის“ აღზრდილია და მან ლა ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები