ლუკას ლიმა
Aa
Aa

ლუკას ლიმა "ბარსაში" იანვარში გადავა

ბრაზილიური მედია წერს, რომ „სანტოსის“ ვარსკვლავი ლუკას ლიმა იანვარში „ბარსელონას“ შეუერთდება.

Fox Sports Brazil-ის ინფორმაციით, კლუბებმა ამის შესახებ უკვე მოილაპარაკეს.

ლუკას ლიმას ნეიმარის ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს. ნეიმარის მამის სახით, მას და „ბარსას“ ვარსკვლავს ერთი აგენტი ჰყავთ, ხოლო ნეიმარის და ლიმას მეგობარი გოგონაა.

26 წლის შემტევ ნახევარმცველს ბრაზილიის ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული. მის მიმართ ინტერესს მიუნხენის „ბაიერნი“ და მადრიდის „რეალიც“ იჩენენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები