მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "დანი ალვეში სრული იდიოტია"!

რამდენიმე დღის წინ დანი ალვეშს, მესისა და მარადონას შედარება თხოვეს, რაზეც ბრაზილიელმა შემდეგი არგუმენტი მოიყვანა:

"ერთადერთი რის გამოც მარადონას მესიზე წინ აყენებენ, 1986 წელს ხელით გატანილი გოლით საეჭვოდ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატია.

ვფიქრობ, მხოლოდ მოგებული ტიტულით და თან ასე მოგებულით, ვინმეს გამორჩევა არალოგიკური და არასამართლიანია. მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა". - თქვა ალვეშმა.

რა თქმა უნდა, ბრაზილიელის ეს რეპლიკა მარადონამ უპასუხოდ არ დატოვა, იგი საქვეყნოდ გააკრიტიკა და იდიოტი უწოდა. 

"დანი ალვეში სრული იდიოტია. იგი თამაშში 28-ჯერ აწვდის საჯარიმოში, მაგრამ ზუსტი 3-4 თუ გამოდის. ნამდვილი მარჯვენა მცველები კაფუ და მაიკონი იყვნენ. 

ის ბევრს ლაპარაკობს, რადგან თამაში აღარ გამოსდის - ბურთს სამჯერ ეხება, საპირისპიროდ კი 8-ჯერ ჯარიმდება. 

თუკი ჩვენ ამ იდიოტზე საუბრის გაგრძელებას ვაპირებთ, მაშინ უკეთესია წავიდე". - უთხრა მარადონამ რეპორტიორს.

56 წლის ლეგენდარული არგენტინელი ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მუშაობს და იქაური "ალ ფუჯარაჰის" მთავარი მწვრთნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები