როჯერსი: „ლივერპულს“ დავტოვებ თუ ამას ხელმძღვანელობა მოინდომებს
Aa
Aa

როჯერსი: „ლივერპულს“ დავტოვებ თუ ამას ხელმძღვანელობა მოინდომებს

„პრემიერლიგის“ ბოლო ტურში, „სტოკ სიტისთან“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ მზად არის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ მზად ვარ მთავარი მწვრთნელის პოსტი დავტოვო, თუ ამას კლუბის ხელმძღვანელობა მოინდომებს. მიუხედავად ყველაფრისა, მე მჯერა რომ გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. წლევანდელი სეზონი ჩავაგდეთ, თუმცა ამას თავის მიზეზები ჰქონდა. „სტოკთან“ მატჩმა გვიჩვენა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ საჭირო ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ და მომავალ სეზონში კუთვნილი პოზიციები უნდა დავიბრუნოთ“ - განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები