Aa
Aa

"ბარსა" დელოფეუს დაიბრუნებს

Daily Mail-ის ცნობით, „ბარსელონა“ ხერარდ დელოფეუს 10.5 მილიონ ევროდ თავის რიგებში დააბრუნებს.

23 წლის ფეხბურთელი ამჟამად „ევერტონის“ საკუთრებაა, თუმცა კატალონიელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.

დელოფეუმ გასული სეზონის ერთი ნაწილი სწორედ „ევეტონში“, ხოლო მეორე ნაწილი იტალიურ „მილანში“ გაატარა.

თავად დელოფეუმ „მილანში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ტრანსფერში ბოლო სიტყვა „ბარსელონას“ ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები