Aa
Aa

"ბარსას" ახალი შეთავაზება "არსენალს"

„ბარსელონა“ ექტორ ბელერინის თავისთან გადმოყვანას კვლავ აქტიურად განიხილავს.

ბოლო ინფორმაციით, რომელიც ესპანურმა და ბრიტანულმა პრესამ გაავრცელა, „ბლაუგრანა“ მის ამჟამინდელ კლუბს 20 მილიონ ევროსა და რაფინია ალკანტარას სთავაზობს.

„მეთოფეების“ პოზიცია ამ კონკრეტულ შეთავაზებაზე ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა ვიცით, რომ არსენ ვენგერს ბელერინის გუნდიდან გაშვება არ სურს.

22 წლის ბელერინი „ბარსელონას“ აღზრდილია, რომლის აკადემიიდანაც „არსენალში“ 2011 წელს გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსასთვის“ ბელერინის ალტერნატივა „ბენფიკას“ განაპირა მცველი ნელსონ სემედოა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები