პატომ „ინტერში“ გადასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა
Aa
Aa

პატომ „ინტერში“ გადასვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა

ბოლო დროს იტალიურ პრესაში, ალეშანდრე პატოს „ინტერში“ გადასვლის თაობაზე, ინფორმაციები სულ უფრო და უფრო ხშირად იწერება. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და განაცხადა, რომ იგი მომავალში არაფერს არ გამორიცხავს.

„ინტერში“ გადასვლა? „ნერიაძური“ დიდებული კლუბია, ფეხბურთში კი არასდროს იცი რა მოხდება“ - განაცხადა ალეშანდრე პატომ

ამ თემას ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი, ჯანლუკა დი მარციოც გამოეხმაურა, რომელმაც ეს სატრანსფერო ჭორი კიდევ უფრო გაამძაფრა:

 

„პატო "ინტერში"? ის ძალიან ბევრ კლუბს სურს, თუმცა ამ ეტაპზე "ინტერი" ერთადერთი დიდი გუნდია ვინც მისით მიმართ სერიოზულ ინტერესს გამოხატავს. გარდა ამისა თავად ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი აქვს. ამიტომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია“ - განაცხადა ჯანლუკა დი მარციომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები