Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგაზე" "სამტრედიას" მეტოქე ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში "ჩემპიონთა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს ჩემპიონის "სამტრედიას" მეტოქე გამოვლინდა. 

იმერული კლუბი ტურნირის II საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბაღს" დაუპირისპირდება.

"ყარაბაღმა" "ევროპა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა ბოლო 3 სეზონში ზედიზედ შეძლო და ამ მხრივ საკმაოდ გამოცდილი გუნდია.

"ჩემპიონთა ლიგის" II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 11-12 ივლისს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 18-19 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები