Aa
Aa

"რომამ" 40 მილიონზე უარი თქვა

მოჰამედ სალაჰის ტრანსფერის თაობაზე „ლივერპულსა“ და „რომას“ შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ და ამასთანავე მის ამჟამინდელ კლუბს ეტაპობრივად ბონუსებიც ჩაურიცხონ, თუმცა „ჯალორორი“ ამ შეთავაზებაზეც უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები ეგვიპტელ შემტევთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებული არიან.

სალაჰმა სერია A-ს გასულ სეზონში 15 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები