რაიოლამ დონარუმას
Aa
Aa

რაიოლამ დონარუმას "რეალში" გადასვლა არ გამორიცხა

ჯანლუიჯი დონარუმას აგენტის მინო რაიოლას განცხადებით, 18 წლის მეკარე მადრიდის „რეალში“ სათამაშოდ მზადაა.

რაიოლას თქმით, ესპანელებისგან დაინტერესება არის და მოლაპარაკებებიც უახლოეს ხანში დაიწყება.

„ის მზადაა „რეალში“ სათამაშოდ. თუმცა არის საშიშროება, რომ მომავალი სეზონის გატარება მთლიანად სათადარიგო სკამზე მოუწიოს. მისი ამჟამინდელი გუნდის მხრიდან ეს დაშინება და ტერორია“. - განაცხადა რაიოლამ.

დონარუმა ამჟამად პოლონეთში მიმდინარე 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც გუშინ დანიის ნაკრებთან მატჩისას "მილანის" პოლონელმა გულშემატკივრებმა მის კართან ყალბი ფულის კუპიურები გადმოყარეს და მეკარეს მთელი მატჩი ობსტრუქციას უწყობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები