ბელოტი
Aa
Aa

ბელოტი "პსჟ"-საც მოუნდა

ანდრეა ბელოტისთვის ბრძოლაში ფრანგული „პსჟ“-ც ჩაერთო.

არაიტალიური კლუბისათვის ბელოტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც ფრანგებისთვის დიდი პრობლემა არაა, თუმცა როგორც იწერება, მათ 23 წლის ფორვარდის ხელში ჩაგდების მცირე შანსი აქვთ.

იტალიური პრესის თქმით, ბელოტის მომდევნო გუნდი „მილანი“ ან „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება.

ბელოტიმ სერია A-ს გასულ გათამაშებაში 26 გოლი გაიტანა და ბოლო დროს იტალიის ნაკრების მთავარ ფორვარდადაც იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები