პერინი
Aa
Aa

პერინი "მილანთან" ახლოსაა

„მილანის“ კარში ჯანლუიჯი დონარუმას შეცვლის პირველი კანდიდატი „ჯენოას“ მეკარე მატია პერინია.

„როსონერი“ პერინის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს იხდის, რომელიც ბონუსებით 8 მილიონამდე მოიმატებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ბოლო დღეებში მოლაპარაკებებმა ინტენსიური სახე მიიღო და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

პერინი 24 წლისაა და იტალიაში ახალი თაობის მეკარეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერად მიიჩნევა, თუმცა ტრავმიანობამ მისი კარიერა საგრძნობლად შეაფერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები